მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს ბიტკოინის გამომუშავებაზე საქართველოს ელექტროენერგიის 5% დაიხარჯა

ბიტკოინი

საქართველოში ინდუსტრიული DATA ცენტრების ელექტრომოხმარება მკვეთრი ტემპებით იზრდება - ქვეყანაში არსებული DATA ცენტრები, ძირითადად, კრიპტოვალუტების გამომუშავებით არიან დაკავებული. ისინი თბილისის და ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში არიან განთავსებული.

სემეკისთვის წარდგენილი სტატისტიკის თანახმად, ამ საქმიანობით დაკავებული კომპანიების გამომუშავება სამჯერ გაიზარდა და 752 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. ეს მთლიანად ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარების 5% იყო.

კრიპტოვალუტების გამომუშავების მატება დაკავშირებულია ამ აქტივების ფასის მნიშვნელოვან მატებასთან.

რაც შეეხება უშუალოდ კომპანიებს - მოხმარებით პირველ ადგილზეა შპს ეიაიტექ სოლუშენი, რომელმაც 450 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. კომპანია ოპერირებს თბილისში, გლდანის DATA ცენტრში, სადაც წარსულში მაინინგს Bitfury ახორციელებდა .

ელექტროენერგიის მოხმარებით მეორე ადგილზეა კომპანია "ტექსპრინტ კორპორეიშენი", რომელიც ქუთაისის თავისუფალი ეკონომიკური ზონიდან ოპერირებს. კომპანიამ იანვარ-სექტემბერში 147 მილიონი კილოვატ საათი მოიხმარა.

მესამე პოზიციაზეა შპს "თი ეფ ზი" სერვისის, რომელმაც 104 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. თავის მხრივ, ეს კომპანია მაინინგით არ არის დაკავებული, თუმცა თიზ-ში არსებული სხვა მაინინგ კომპანიებისთვის ახდენს ელექტროენერგიის მიწოდებას. ასევე კომპანია "აითილების" მოხმარება 24.6 მილიონი კილოვატ საათი იყო, კომპანია საინ ფიზ-ის მოხმარება 18.6 მილიონი კილოვატ საათი, ხოლო კომპანია DATA ჰაბის მოხმარება კი 7.2 მილიონი კილოვატ საათი.

რაც შეეხება 2026 წლის მონაცემებს, სემეკის ინფორმაციით, წელს იანვარ-თებერვალში ამ კომპანიების ჯამური მოხმარება 86.7 მილიონი კილოვატ საათი იყო, რაც საქართველოს ელექტრომოხმარების 3%-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები