მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს ფულად საკრედიტო სისტემაში დანაშაულის 151 ფაქტი გამოვლინდა - სტატისტიკა

საკრედიტო

2025 წელს ფულად საკრედიტო სისტემაში ჩადენილი 151 დანაშაულის ფაქტი გამოვლინდა და სისხლისსამართლებრივი დევნა 177 პირის მიმართ დაიწყო - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.

დოკუმენტის თანახმად, გამოვლენილია სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ფულის გასაღების ფაქტები.

სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულ იქნა, 220,300 აშშ დოლარი, 6,050 ევრო და 1200 ლარი.

დანაშაულის სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

დაიწყო სსკ გამოძიება დაიწყო სს დევნა
კრედიტის უკანონოდ მიღება 41 50
ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება 77 106
ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება 33 21

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები