მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს ფულადი გზავნილები $3.2 მილიარდამდე შემცირდება - Galt & Taggart

ფულადი გზავნილები

Galt & Taggart-ი მოელის, რომ მიგრაციული ეფექტის შერბილებასთან ერთად 2025 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა დაახლოებით 6%-ით, 3.2 მილიარდ დოლარამდე შემცირდება. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში არის საუბარი.

"სებ-ის მიხედვით, 2025 წლის იანვარში ფულადი გზავნილები წლიურად 8.5%-ით შემცირდა 242.4 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 8.2%-იანი კლების შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+7.8%, მთლიანის 46.5%), აშშ-დან (+23.2%, მთლიანის 19.5%), ისრაელიდან (+19.1%, მთლიანის 8.8%) და ყირგიზეთიდან (+126.2%, მთლიანის 2.5%). ამასთან, ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა რუსეთიდან (-62.4%, მთლიანის 10.5%) და ყაზახეთიდან (-49.5%, მთლიანის 2.0%). ჩვენი პროგნოზით, ფულადი გზავნილები 3.2 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდება 2025 წელს", - ნათქვამია დოკუმენტში.

2024 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების გადმორიცხვები 19%-ით 3.4 მლრდ დოლარამდე შემცირდა, რაც რუსეთიდან გადმორიცხვების 65%-იანი კლებით იყო გამოწვეული. სანაცვლოდ კი გაიზარდა გზავნილები აშშ-დან, იტალიიდან, გერმანიიდან და სხვა იმ ქვეყნებიდან საიდანაც გზავნილებს საქართველოდან ემიგრირებული პირები აგზავნიან.

2024 წლის ფულადი გზავნილების სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით

# ქვეყანა გადმორიცხული თანხა (მლნ დოლარი) ზრდა/კლება 2023 წელთან შედარებით
1 აშშ $573 მლნ დოლარი; 24%
2 იტალია $567 მლნ დოლარი; 8%
3 რუსეთის ფედერაცია $541 მლნ დოლარი; -65%
4 გერმანია $267 მლნ დოლარი; 15%
5 საბერძნეთი $263 მლნ დოლარი; 7%
6 ისრაელი $249 მლნ დოლარი; 16%
7 ყაზახეთი $117 მლნ დოლარი; -41%
8 თურქეთი $101 მლნ დოლარი; -11%
9 ყირგიზეთი $73 მლნ დოლარი; 49%
10 ესპანეთი $70 მლნ დოლარი; 13%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები