მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს GITA-მ „500 Georgia, L.P.“ ფარგლებში, 18 სტარტაპის $1.8 მლნ-ით დაფინანსებას შეუწყო ხელი

GITA

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ [GITA] 2025 წელს ვენჩერულ ფონდში „500 Georgia, L.P.“ მონაწილეობის ფარგლებში 18 სტარტაპის 1.8 მლნ დოლარით დაფინანსებას შეუწყო ხელი.

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის შესაბამისად, მთავრობამ პარლამენტს გადაუგზავნა 500 Georgia L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2025 წლის ანგარიში, რომელიც დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა წარადგინა.

დოკუმენტის თანახმად, ფონდმა საანგარიშო წელს კაპიტალი ძირითადად ხელოვნური ინტელექტისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებებზე მიმართა, სადაც აქსელერაციის მე-8 და მე-9 რაუნდების გამარჯვებული კომპანიები დაფინანსდნენ.

2025 წელს განხორციელებული 1.8 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიციები სექტორულად შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ხელოვნური ინტელექტი (AI): პორტფელის 33.3%-ს შეადგენს (6 სტარტაპი).

  • სერვისად მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა (SaaS): 22.2%-ს შეადგენს (4 სტარტაპი).

  • სხვა ინდუსტრიები: 44.5%-ს შეადგენს (8 სტარტაპი).

დაფინანსებული სტარტაპების სია:

კომპანიის დასახელება (ქართულად) აქსელერაციის რაუნდი ბიზნეს მოდელი ინდუსტრია ინდუსტრია
აინო მე-8 რაუნდი B2B SaaS სერვისად მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა
ქუიდ მე-8 რაუნდი B2B AI ხელოვნური ინტელექტი
ევოლვი მე-8 რაუნდი B2B HRTech ტექნოლოგიები ადამიანური რესურსების მართვისა და დასაქმების ინდუსტრიაში
ქვისლი მე-8 რაუნდი B2B eCommerce ონლაინ ვაჭრობა
ასპის მე-8 რაუნდი B2C Blockchain ბლოკჩეინი
ფაქტორ მე-8 რაუნდი B2B FinTech ფინანსური და საგადახდო ტექნოლოგიები
ადმაგიკა მე-9 რაუნდი B2C AI ხელოვნური ინტელექტი
დატაქოლი მე-9 რაუნდი B2B HealthTech ჯანდაცვის ტექნოლოგიები
ედსმამ მე-9 რაუნდი B2B MarTech მარკეტინგის ტექნოლოგიები
სპორტვაიზი მე-9 რაუნდი B2B Enterprise SaaS სერვისად მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა
ქალსი AI მე-9 რაუნდი B2B AI ხელოვნური ინტელექტი
ფეშენლაბი მე-9 რაუნდი B2B AI ხელოვნური ინტელექტი
სთოქზუსტერი მე-9 რაუნდი B2B Deep Tech მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტა
კვანტუმ ნეურონი მე-9 რაუნდი B2B AI ხელოვნური ინტელექტი
თოქ ლაბი მე-9 რაუნდი B2B AI ხელოვნური ინტელექტი
დეფექტ AI მე-9 რაუნდი B2B HealthTech ჯანდაცვის ტექნოლოგიები
ნეოლინკი მე-9 რაუნდი B2B, B2G Enterprise SaaS სერვისად მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა
რებუქიფაი მე-9 რაუნდი B2B Enterprise SaaS სერვისად მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა

GITA-ს წილობრივი მონაწილეობა კანონით არის განსაზღვრული და ის ფონდის ჯამური კაპიტალის მაქსიმუმ 40%-ს (სულ 5 მლნ დოლარს) შეადგენს, რაც მოიცავს ფონდის საკომისიოსა და სხვა თანამდევ ხარჯებს.

500 Georgia, L.P. არის აშშ-ში, დელავერის შტატში დაფუძნებული დახურული ვენჩერული საინვესტიციო ფონდი, რომლის მოქმედების ვადა 10 წლით არის განსაზღვრული. ფონდის აქტივების მმართველ კომპანიას წარმოადგენს „500 Startups Management Company, L.L.C. სამართლებრივი სტრუქტურის მიხედვით, GITA ფონდში წარმოდგენილია როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორი (კომანდიტი — Limited Partner), რაც ნიშნავს, რომ მისი პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ საინვესტიციო თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები