მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს, გლდანის ნაგავსაყრელზე 5.3 მლნ ტონა სამშენებლო ნარჩენი განთავსდა

გლდანის პოლიგონი

შპს "თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაში გლდანის სამშენებლო ნარჩენების განთავსების ობიექტზე 5 317 851.81 ტონა სამშენებლო ნარჩენი განთავსდა. ინფორმაცია კომპანიამ BM.GE-ს მიერ გამოთხოვილ საჯარო მონაცემებზე პასუხად მიაწოდა.

როგორც „თბილსერვის ჯგუფში“ განმარტავენ, გლდანის ნაგავსაყრელზე შემოტანილი ნარჩენების რაოდენობა ყოველდღიურად ცვალებადია და დამოკიდებულია მიმდინარე სამშენებლო აქტივობაზე.

უწყების ცნობით, ნაგავსაყრელის ეფექტიანად ფუნქციონირების მიზნით, გლდანის სამშენებლო ობიექტზე დამატებითი ტერასების მოწყობა იგეგმება. ამასთან, არსებული ნაგავსაყრელის სიცოცხლისუნარიანობის ამოწურვის შემდეგ, ახლომდებარე ტერიტორიაზე ახალი ნაგავსაყრელის მოწყობაა დაგეგმილი. თუმცა, კონკრეტულად რა ვადებში მოხდება ამ პროექტის განხორციელება, უწყება დეტალებს არ აკონკრეტებს.

ამ ეტაპზე, თბილისში ორი ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს - დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი და გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ მდებარე სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები