2025 წელს საქართველოში გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, შსს-ის პირველადი მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში გაცემულია 29 647 მართვის მოწმობა, მაშინ, როდესაც 2024 წელს 28 730 მოწმობა გაიცა.
გასული წლის მაჩვენებელი ასევე აღემატება 2023 წლის მონაცემს (27 255), თუმცა ნაკლებია 2022 წელს გაცემული მოწმობების რაოდენობაზე (30 515).
მართვის მოწმობების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებზეა გაცემული, თუმცა შსს-ს სტატისტიკაში ასევე არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა შორისაც რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები ლიდერობენ. კერძოდ, გასულ წელს საქართველოში მართვის მოწმობა აიღო რუსეთის 251-მა მოქალაქემ, რაც თითქმის 2-ჯერ აღემატება 2024 წელს რუსეთის მოქალაქეებზე გაცემულ 128 მოწმობას. ასევე მკვეთრი ზრდაა წინა წლებთან მიმართებით,: 2023 წელს რუსეთის მოქალაქეებზე 96 მოწმობა გაიცა, ხოლო 2022 წელს - 79.




























