მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება რეკორდულ $18.3 ტრილიონამდე გაიზარდა - Oxfam

oxfam
19.01.26 18:20
725

ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია Oxfam-ი გლობალური უთანასწორობის ზრდის შესახებ წლიურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს უმდიდრესი პირების ქონება 2025 წელს რეკორდულად მაღალი ტემპით - 2.5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა და მან 18.3 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ეს 3000 უმდიდრესი ადამიანის ჯამურ ქონებას შეადგენს. ანგარიშის თანახმად, 2020 წლიდან მილიარდერთა ხელში არსებული ქონება 81%-ით გაიზარდა.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სიღარიბის პირობებში ცხოვრობს, ხოლო მათი საერთო ქონება გლობალური სიმდიდრის მხოლოდ 0,52%-ს შეადგენს. ამავე დროს, მსოფლიოს უმდიდრესი 1%-ის ხელში კონცენტრირებულია დანარჩენი სიმდიდრის 43,8%.

„ჩვენ მილიარდერების ეპოქაში ვცხოვრობთ და ეს მსოფლიოსთვის საგანგაშო სიგნალია“, — განაცხადა Oxfam-ის გერმანული ფილიალის ხელმძღვანელმა შარლოტ ბეკერმა. მისი შეფასებით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს უმდიდრესი ფენის ეკონომიკური ძალაუფლების პოლიტიკურ გავლენად გარდაქმნა, რაც დემოკრატიული პროცესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

უმდიდრესი ადამიანების რაოდენობით გერმანია მეოთხე ადგილზეა. Oxfam-ის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში მილიარდერების რიცხვი გაიზარდა და 172-ს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

ორგანიზაცია მილიარდერებისთვის სპეციალური გადასახადის შემოღებას მიზანშეწონილად მიიჩნევს. მათი შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს სიმდიდრის უფრო სამართლიან გადანაწილებას, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები