მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ბიუჯეტში რუსეთის დაფინანსება $192 მლნ იყო - სუსის ანგარიში

აფხაზეთის პარლამენტი

გასულ წელს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ბიუჯეტში რუსეთის დაფინანსება 192 მლნ დოლარი იყო. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიშიდან ირკვევა.

უწყება აღნიშნავს, რომ 2025 წელს შენარჩუნდა ოკუპირებული რეგიონების მაღალი ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე, რაც ზემოქმედებისა და კონტროლის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს და ასევე ანექსიურ ჭრილშია განსახილველი.

დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის 2025 წლის ე.წ. ბიუჯეტმა დაახლოებით 118,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომლის დაახლოებით 80% (დაახლოებით 94,7 მილიონი აშშ დოლარი) რუსულ ტრანშს წარმოადგენდა.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 252 მილიონ აშშ დოლარს წარმოადგენდა, რომლის 38% (დაახლოებით 97 მილიონი აშშ დოლარი) რუსეთმა დააფინანსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები