მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს, ორი მცირე ჰესი და მზის ექვსი მცირე სადგური ამუშავდა

ნამოხვანჰესი

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2025 წელს ოპერირება დაიწყო ორმა ჰიდრო (ჯამში 11.2 მგვტ) და ექვსმა მზის ელექტროსადგურმა (ჯამში 10.8 მგვტ). ეს ნიშნავს, რომ ელექტროსისტემას ჯამში 22.6 მეგავატის სიმძლავრე დაემატა.

ესკოს ინფორმაციით, 2025 წელს ექსპლუატაციაში შესული სადგურებია:

  • ბასრა 3 ჰესი - 4 მეგავატი;
  • კასლეთი 1 ჰესი - 7.2 მეგავატი;
  • ჯუგაანის მზის ელექტროსადგური - 1.75 მეგავატი;
  • კასპის მზის ელექტროსადგური - 2 მეგავატი;
  • ქისტაურის მზის ელექტროსადგური - 1.75 მეგავატი;
  • ქედის მზის ელექტროსადგური - 1.75 მეგავატი;
  • ხირსას მზის ელექტროსადგური - 1.75 მეგავატი;
  • გამარჯვების მზის ელექტროსადგური - 1.75 მეგავატი;

2024 წელი ამ კუთხით უფრო ნაყოფიერი იყო, რადგან ექსოლუატაციაში 44.5 მეგავატიანი "ხობი 2" ჰესი შევიდა.

ჯამში 2025 წლის ბოლოს, საქართველოში ელექტროსადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 4,675 მგვტ-ს მიაღწია, საიდანაც 3,489 მგვტ ჰიდრო, 1,154 მგვტ - თბო, 20.7 მგვტ - ქარის და 10.8 - მზის ელექტროსადგურები იყო.

რაც შეეხება გამომუშავებას, შარშან ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაცია 3.0%-ით შემცირდა და 13.8 ტვტ.სთ შეადგინა. აქედან ჰიდრო გენერაცია წლიურად 3.4%-ით შემცირდა 11 ტვტ.სთ-მდე. კლება გამოწვეული იყო რეგულირებული სადგურების გენერაციის შემცირებით. ეს კი გამოწვეული იყო დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებით, ჰიდროლოგიური პირობებით და ენგურის რეზერვუარში იანვარში არსებული დაბალი წყლის დონით. თბოგენერაცია წლიურად 1.6%-ით შემცირდა, რაც გამოწვეული იყო ექსპორტის შემცირებით და იმპორტის ზრდით. ქარისა და მზის სადგურების გენერაციამ მიაღწია 84 გვტ.-ს, რამაც 2025 წლის გენერაციის 0.5% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები