2025 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 10.5 ათასი შეადგინა - ამის შესახებ საქსტატის პუბლიკაციაშია საუბარი.
საქსტატის თანახმად, 2025 წლის კურსდამთავრებულთა 47.1% ქალია, ხოლო 52.9% - კაცი.
კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის მომსახურებების (23.1%), ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (21.4%) და ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (15.0%) პროგრამებზე.
კურსდამთავრებულთა განაწილება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ასე გამოიყურება:

ცნობისთვის, საქსტატის თანახმად, საქართველოში 2025 წელს 191 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, რომელთა შორისაც 140 საჯაროა, 51 კი - კერძო.




























