მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა $1.8 მლრდ-ს გადააჭარბა - სამინისტრო

აგრო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 1.8 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.9%-იანი ზრდაა.

უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ექსპორტი ევროპის ქვეყნებში. აღნიშნულ ბაზრებზე ექსპორტის ღირებულება 64.2 მლნ აშშ დოლარით, ანუ 36%-ით გაიზარდა და 244.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

ზრდა ძირითადად განპირობებულია თხილის ექსპორტის მატებით, რომლის ღირებულებამ 137.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 55.4 მლნ დოლარით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, გაიზარდა ხილისა და ბოსტნეულის წვენების, მინერალური და მტკნარი წყლების, ასევე ღვინის ექსპორტი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ექსპორტის ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა რუსეთში, აზერბაიჯანში, იტალიაში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ესპანეთსა და თურქმენეთში.

ცნობისთვის, საქსტატი აგროსასურსათო სასაქონლო ჯგუფს ცალკე არ ითვლის, თუმცა ადგილობრივი ექსპორტის მონაცემებით, 10 მთავარ საექსპორტო ბაზარს შორის ევროკავშირის მხოლოდ ორი ქვეყანაა.

უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო პოზიციები ადგილობრივ ექსპორტში

  • რუსეთი - 700.7 მლნ. აშშ დოლარი (წილი: 20.8%);
  • ჩინეთი - 301.9 მლნ. აშშ დოლარი (წილი: 9.0%);
  • თურქეთი - 298.8 მლნ. აშშ დოლარი (წილი: 8.9%);
  • ბულგარეთი - 235.1 მლნ. აშშ დოლარი (წილი: 7.0%);
  • სომხეთი - 197.2 მლნ. აშშ დოლარი (წილი: 5.9%);
  • აზერბაიჯანი - 177.9 მლნ. აშშ დოლარი (წილი: 5.3%);
  • აშშ - 106.3 მლნ. აშშ დოლარი (წილი: 3.2%);
  • შვეიცარია - 106.2 მლნ. აშშ დოლარი (წილი: 3.2%);
  • იტალია - 103.8 მლნ. აშშ დოლარი (წილი: 3.1%);
  • ყაზახეთი - 91.5 მლნ. აშშ დოლარი (წილი: 2.7%).

რაც შეეხება მთავარ საექსპორტო პროდუქტებს , 10 მთავარი საექსპორტო პროდუქტიდან აგროსასურსათო (საკვები/სასმელი) ხუთია.

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 266.5 მლნ. აშშ დოლარი (წილი მთლიან ექსპორტში: 7.9%)
  • სპირტიანი სასმელები - 236.8 მლნ. აშშ დოლარი (წილი: 7.0%);
  • მინერალური და მტკნარი წყლები (უშაქრო) - 173.1 მლნ. აშშ დოლარი (წილი: 5.1%);
  • თხილი და სხვა კაკალი - 169.4 მლნ. აშშ დოლარი (წილი: 5.0%);
  • მინერალური და გაზიანი წყლები (შაქრის შემცველობით) - 165.5 მლნ. აშშ დოლარი (წილი:4.9%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები