მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს რუსეთის მოქალაქეებზე მართვის მოწმობების გაცემა გაორმაგდა - შსს

მართვის მოწმობა

შსს-ის პირველადი მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში მართვის მოწმობა აიღო რუსეთის 251-მა მოქალაქემ, რაც თითქმის 2-ჯერ აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს, როდესაც რუსეთის მოქალაქეებზე 128 მოწმობა გაიცა.

ასევე მკვეთრი ზრდაა წინა წლებთან მიმართებით: 2023 წელს რუსეთის მოქალაქეებზე 96 მართვის მოწმობა გაიცა, ხოლო 2022 წელს - 79.

2025 წელს საქართველოში ჯამურად გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, შსს-ის პირველადი მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში გაცემულია 29 647 მართვის მოწმობა, მაშინ, როდესაც 2024 წელს 28 730 მოწმობა გაიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები