საქართველომ 2025 წელს 68.5 მილიონი აშშ დოლარის 45 345 ტონა მზესუმზირას ზეთი იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს თანხაში 30.1%-ით აღემატება, მოცულობაში კი 2024 წლის მაჩვენებელზე 5.2%-ით ნაკლებია.
საქართველოს შარშან ზეთის იმპორტი 27%-ით გაუძვირდა. ფასი 1 ლიტრზე [საბაჟოზე გადასახადების გარეშე] 1.51 აშშ დოლარი იყო, 2024 წელს კი 1.10 დოლარი. გაძვირება მთავარი იმპორტიორის, რუსეთის ხარჯზე მოხდა, საიდანაც 2025 წელს ზეთის საშუალო ფასი 1.51 აშშ დოლარი იყო, ზრდა კი 42.4%. მცირედით, 5.3%-ით 1.37 დოლარამდე გაძვირდა იმპორტი უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან კი ზეთის იმპორტის საშუალო ფასმა ერთი ლიტრის შემთხვევაში 1.45 აშშ დოლარი შეადგინა, გაძვირება 9%-ია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:
- რუსეთი - 56.8 მილიონი აშშ დოლარი | 49 498.1 ტონა;
- უკრაინა - 7 მილიონი აშშ დოლარი | 4 474.5 ტონა;
- აზერბაიჯანი - 1.8 მილიონი აშშ დოლარი | 1 262.3 ტონა;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1.5 მილიონი აშშ დოლარი | 552.8 ტონა;
- უნგრეთი - 893.3 ათასი აშშ დოლარი | 405.6 ტონა;
- თურქეთი - 147.1 ათასი აშშ დოლარი | 88.3 ტონა;
- იტალია - 136.8 აღასი დოლარი | 60.7 ტონა;
- გერმანია - 4 500 აშშ დოლარი | 1.3 ტონა;
- ბელარუსი -3 000 აშშ დოლარი | 1.5 ტონა;
- პოლონეთი - 500 აშშ დოლარი | 100 ლიტრი.




























