მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს სააგენტო Bm.ge-ის სიახლეები 36 მილიონჯერ წაიკითხეს - Google Analytics

BMG სააგენტო

2025 წელს სააგენტო Bm.ge-ის სიახლეებს Google Analytics-ის თანახმად, 36 მილიონჯერ გაეცნენ. ეს რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 6 მილიონი წაკითხვით, ანუ 19%-ით მეტია. ამასთან, Google Analytics-ის თანახმად, ვებგვერდზე სულ 73 მილიონი ქმედება განახორციელეს.

რაც შეეხება უნიკალური მკითხველების რაოდენობას, ის Google Analytics-ის თანახმად, 3.9 მილიონს შეადგენდა, საიდანაც ყველაზე მეტი - 3.3 მილიონი მკითხველი ვებგვერდს საქართველოდან ჰყავდა, აშშ-დან 149 ათასი უნიკალური მკითხველი, გერმანიიდან 73 ათასი უნიკალური მკითხველი, იტალიიდან 43 ათასი მკითხველი, რუსეთიდან 38 ათასი, თურქეთიდან 36 ათასი, საფრანგეთიდან კი 29 ათასი.

BMG-ის სოცმედია შედეგები: წელს 8%-ით, 347,000-მდე გაიზარდა Facebook-ზე ჩვენი გამომწერების რაოდენობა, პოსტების ნახვების საერთო რაოდენობა იყო 282 მილიონი, ხოლო სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოების ნახვის რაოდენობა 26 მილიონს შეადგენდა. რაც შეეხება Linkedin-ს, აქ BMG-ის გამომწერების რაოდენობაა 42,857, სადაც BMG-ის პოსტები 1.3 მილიონჯერ ნახეს.

Youtube-ზე კი BMG-ის 48,893 გამომწერი ჰყავს, ხოლო ჩვენს ვიდეოებს გასული წლის განმავლობაში სულ 7.3 მილიონი ნახვა ჰქონდა, რაც წლიურად 39%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, როგორც Youtube-ზე, ასევე Facebook-ზე ჩვენს ვიდეოებს საერთო ჯამში 33.3 მილიონი ნახვა ჰქონდა.

რაც შეეხება სტატიებს, რომლებსაც Google Analytics-ის თანახმად, მიმდინარე წელს ყველაზე მეტი ნახვა შემდეგ სიახლეებს ჰქონდა:

  1. 1 აგვისტოდან, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში ₾750,000-ის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვერ აიღებს - 83,751 ნახვა;
  2. საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს: საქართველოში შესაძლოა ბინადრობის მოწმობითაც არ შეგიშვან - 82,642 ნახვა;
  3. დღეიდან, ლარში შემოსავლის მქონე პირები, უცხოურ ვალუტაში ₾500,000-ის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვერ აიღებენ - 76,785 ნახვა;
  4. პირადობის მოწმობა და მის აღებასთან დაკავშირებული დეტალები - 69,938 ნახვა;
  5. სომხეთში კონიაკის მწარმოებლებმა საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს - რას ითხოვენ? - 66,768 ნახვა;
  6. კალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ელექტროდამტენებით აღჭურვილი პარკინგები არამიზნობრივად არ გამოიყენონ - 64,445 ნახვა;
  7. გამიკვირდა, რომ აშშ-მა ქართველების დეპორტაციისთვის თვითმფრინავი გამოყო - იურისტი ეკა ეგუტია - 57,362 ნახვა;
  8. 1 ივლისიდან საქართველო-სომხეთს შორის მგზავრთა გადამყვანებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება - 56,639 ნახვა;
  9. საქართველოში ოქროს ბირჟაზე 1 გრამი ბაჯაღლოს ფასი 237 ლარამდე გაიზარდა - 53,731 ნახვა;
  10. 8 სახელმწიფო, იტალიის მეთაურობით, შეეწინააღმდეგა უვიზოს შეჩერებას, რადგან ის მოსახლეობას დააზარალებს - იოზვიაკი - 52,227 ნახვა.

Google Analytics-ის თანახმად, Bm.ge-ის 3.9 მილიონი უნიკალური მკითხველიდან 3.3 ვებგვერდს მობილური მოწყობილობით სტუმრობდა, 614 ათასი კომპიუტერიდან, ტაბლეტიდან კი 24 ათასი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები