მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

YouTube-ზე აუდიოწიგნები დაემატება

აუდიოწიგნი
სტატიაში საუბარია:

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკული ვიდეო-სტრიმინგ პლატფორმა YouTube-ი აუდიოწიგნების ფუნქციის დამატებას გეგმავს.

როგორც ირკვევა, Google-ის მფლობელობაში არსებული სტრიმინგ-პლატფორმა გამომცემლებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და ახალი სერვისის ჩაშვებას 2027 წლისთვის გეგმავს.

კომპანია ახალი პროდუქტის ინტეგრირებას YouTube Premium-ის სერვისში აპირებს, რომლის ყოველთვიური ღირებულება $16-ს შეადგენს და მომხმარებელს ვიდეოებსა და მუსიკაზე ურეკლამო, ულიმიტო წვდომას აძლევს.

ცნობისთვის, ახალი სერვისის დამატებით YouTube-ი კონკურენციას ისეთ მეტოქეებს გაუწევს, როგორებიც აუდიოწიგნების ბაზრის ლიდერი Spotify და Amazon-ის მფლობელობაში არსებული Audible არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები