მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-მა კოსმოსში პირველი ჩიპი გაუშვა - ორბიტალური მონაცემთა ცენტრების პროექტი დაიწყო

tpu
სტატიაში საუბარია:

Google-ის ორბიტალურმა თანამგზავრმა კალიფორნიიდან SpaceX-ის რაკეტის მეშვეობით სტარტი წარმატებით აიღო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა კოსმოსში საკუთარი წარმოების მოწინავე ჩიპი გააგზავნა.

კოსმოსში გაშვებული Google Tensor Processing Unit-ი, იგივე TPU, Nvidia-ს პროცესორების კონკურენტია და ის ამერიკულ კომპანიებს ახალი ბაზრის - კოსმოსური მონაცემთა ცენტრების ათვისების საშუალებას მისცემს.

ამას გარდა, Project Suncatcher-ის ფარგლებში Google-ი დედამიწის ორბიტაზე მასშტაბური გამოთვლითი კლასტერების განვითარებას გეგმავს. ორბიტალური მონაცემთა ცენტრი 81 თანამგზავრისგან შემდგარ ქსელს მოიცავს, რომლებიც პარალელურ რეჟიმში იმუშავებენ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Google-მა ორბიტალური მონაცემთა ცენტრების შესახებ სამეცნიერო სტატიაც გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, კოსმოსში მონაცემთა ცენტრების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის SpaceX-ის Starship-ის გაშვების ხარჯების შემცირებაა საჭირო. ექსპერტების ვარაუდით, 2035 წლისთვის კოსმოსში 1 კილოგრამი ტვირთის გაგზავნის ფასი $200-მდე შემცირდება, რომლის შემდეგაც კოსმოსური მონაცემთა ცენტრების ბიზნესი უფრო რენტაბელური იქნება, ვიდრე შენობების დედამიწაზე აშენება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები