მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან 167 ადამიანი გაუშვეს - ანგარიში

ელექტროსისტემა

სახელმწიფო ელექტროსისტემის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2024-2025 წლებს მოიცავს, წერია, რომ კადრების ოპტიმიზაციის შედეგად უწყებაში დასაქმებულთა რიცხვი 167-ით შემცირდა.

კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 1 ივლისს, სსე-ში დასრულდა კადრების ოპტიმიზაციის პროცესი, რომელიც თვეზე მეტხანს გრძელდებოდა. ოპტიმიზაციის დაწყების დროისათვის კომპანიაში არსებობდა 2055 საშტატო ერთეული, საიდანაც უშუალოდ დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა 1783 ერთეულს შეადგენდა. ოპტიმიზაციის შედეგად, 2055 საშტატო ერთეული 1744-მდე, ხოლო უშუალოდ დასაქმებულთა რაოდენობა - 1783 ერთეულიდან 1616-მდე შემცირდა.

ამავდროულად, შეიქმნა სწორი სტრუქტურული ვერტიკალი ცალკეული მიმართულებების გაერთიანებისა და მათი ახლებური სახით ჩამოყალიბების გზით, მათ შორის, 40%-ზე მეტით შემცირდა მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულთა რაოდენობა.

"მიმდინარე წელს, კომპანიაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის ოპტიმიზაციის მიმართულებით, რის შედეგად მოხდა, როგორც ადამიანური რესურსის, ისე ფინანსური ხარჯების შემცირება. ეს ყველაფერი ცალსახად ემსახურებოდა სტრუქტურის გაუმჯობესებას და კომპანიის გაჯანსაღებას. ოპტიმიზაციის დაწყებამდე, კომპანიაში არსებობდა 2055 საშტატო ერთეული, საიდანაც უშუალოდ დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა 1783 ერთეულს შეადგენდა. ოპტიმიზაციის შედეგად 2055 საშტატო ერთეული შემცირდა 1744-მდე, ხოლო უშუალოდ დასაქმებულთა რაოდენობა - 1783 ერთეულიდან 1616-მდე.

ამავდროულად, შეიქმნა სწორი სტრუქტურული ვერტიკალი ცალკეული მიმართულებების გაერთიანებისა და მათი ახლებური სახით ჩამოყალიბების გზით, მათ შორის, 40%-ზე მეტით შემცირდა მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულთა რაოდენობა.

რაც შეეხება ხარჯების ოპტიმიზაციას, სახელფასო და მომსახურების ხარჯების შემცირებით, ჯამში კომპანიის დანაზოგმა შეადგინა 12 მლნ ლარამდე. გაუქმდა 80 მლნ ლარის არამიზნობრივი შესყიდვის მოთხოვნა. ეს სახსრები სრულად მოხმარდება ენერგეტიკისა და ჩვენი კომპანიის განვითარებას. ახალი მენეჯმენტის პირობებში, ყველა ის პრობლემა და ხარვეზი, რაც აქამდე კომპანიაში არსებობდა, იდენტიფიცირებულია. შეიქმნა ახალი სამოქმედო გეგმა და დაწყებულია ამ მიმართულებით მუშაობა", - ამბობს ელექტროსისტემის ხელმძღვანელი ვანო ზარდიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები