მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს სახელმწიფო ქონების სააგენტომ ₾12 მილიონის მოძრავი ქონება გაყიდა

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

2025 წელს სახელმწიფოს მიერ გაყიდულმა მოძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ 12 047 986 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სახელმწიფოს უძრავი ქონების პრივატიზების პარალელურად, აქტიურად ახორციელებს მოძრავი ქონების აუქციონის წესით გასხვისებას.

უწყების თანახმად, ყველაზე მოთხოვნად კატეგორიებს შორისაა სატრანსპორტო საშუალებები, საიუველირო ნაკეთობები, სამშენებლო ტექნიკა, სხვადასხვა ტიპის ხელსაწყოები და მასალები, კომპიუტერული და საოფისე ტექნიკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები