მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს სახლების/ბინების გაყიდვები 6%-ით გაიზარდა, ტრანზაქციებმა 78,500 შეადგინა - TBC Capital

უძრავი ქონება

2025 წელს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 78,500 ტრანზაქცია შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით 6%-ით მეტი იყო. ამის შესახებ TBC Capital ანგარიშში წერია. მიმოხილვაში არაა მითითებული უშუალოდ რეგიონების მიხედვით გაყიდული ბინების/სახლების რაოდენობა, თუმცა მითითებულია, რომ რეალიზებული სახლებიდან/ბინებიდან 29,300 იყო პირველადი ბაზრის, ხოლო 49,200 ბინა კი მეორადი ბაზრიდან.

რაც შეეხება სარეალიზაციო ფასებს, თბილისში საშუალო ფასი შეადგენდა კვადრატულ მეტრზე 1,312 დოლარს, რაც 2024 წელთან შედარებით 4.1%-ით მეტი იყო.

ბათუმის ბაზარზე კი გასაყიდი ფასი 16.5%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1,395 დოლარს მიაღწია.

2026 წელთან დაკავშირებით კი "თიბისი კაპიტალი" მოელის, რომ წელს ფასების ზრდა გაგრძელდება და ის ქვეყანაში საშუალოდ 3.2%-ით გაიზრდება ბაზრის მოცულობა კი დამატებით 4.5%-ით მოიმატებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები