მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს საქართველოდან EU-ში თავშესაფარი 15 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა - რამდენი დაკმაყოფილდა?

EU Asylum

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ინფორმაციით, 2025 წელს ევროკავშირში საქართველოს 15 295 მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი.

ეს რიცხვი წლიურად არ შეცვლილა, თუმცა წინა წლებთან შედარებით, კლება ფიქსირდება. EUAA წერს, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში აკეთებდნენ თავშესაფარზე მოთხოვნას, თუმცა ყველაზე მეტი თავშესაფარს საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში ითხოვს.

განაცხადების მიუხედავად, თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი ძალიან დაბალი 5%-ია, რაც ნიშნავს, რომ თავშესაფარზე მოთხოვნების 90%-ზე მეტი უარით სრულდება.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ცნობითვე, 2025 წლის ბოლოსთვის, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების მოლოდინში საქართველოდან წარდგენილი თითქმის 12 000 განაცხადი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს გერმანიიდან დეპორტისთვის ყველაზე მეტი ნებართვა საქართველოს მოქალაქეებზე გაიცა. როგორც DW საინფორმაციო სააგენტო dpa-ზე დაყრდნობით წერს, ჯამში დეპორტის ბრძანება გასულ წელს საქართველოს 671 მოქალაქეზე გაიცა, შემდეგ მოდის ალბანეთი 661 შემთხვევით, ხოლო მესამე ადგილზეა თურქეთი 618 დეპორტაციით. როგორც გამოცემა წერს, ჯამში გერმანიამ შარშან 8 232 პირის მიმართ გამოსცა დეპორტის ბრძანება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები