მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს საქართველომ $2.2 მილიარდის სასურსათო პროდუქტები შეიძინა - საიდან ვყიდულობთ

სუპერმარკეტი ინფლაცია მაღაზია

2025 წელს საქართველოში სურსათის პროდუქტების, სასურსათო ნედლეულის, ასევე უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელების იმპორტმა რეკორდულ 2.2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 20%-ით, ანუ 378 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. კონკრეტული ჯგუფებიდან ყველაზე დიდი მოცულობის - 238 მილიონი დოლარის იმპორტი საქართველოს ხორცის პროდუქტების მიმართულებით ჰქონდა. სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ყველაზე დიდი დეფიციტი სწორედ ხორცის და რძის პროდუქტების მხრივ აქვს, შესაბამისად ამ საქონლის იმპორტი ყველაზე მაღალია.

ქვეყნების მიხედვით, საქართველომ ყველაზე მეტი სასურსათო პროდუქტი რუსეთიდან იყიდა, რაც ჯამურად 539 მილიონ დოლარს შეადგენდა, სადაც მარცვლეული პირველ პოზიციას იკავებდა. სურსათის იმპორტში მეორე ადგილს იკავებს თურქეთი 242 მილიონი დოლარით, მესამეზე კი უკრაინაა 139 მილიონით.

რეიტინგის სათავეში ასევე არიან ბრაზილია - 104 მილიონი დოლარით; პოლონეთი 90.4 მილიონი დოლარით და საფრანგეთი 87 მილიონი დოლარით, საიდანაც საქართველო ძირითადად რძის პროდუქტებს ყიდულობს.

სასურსათო ჯგუფების იმპორტი 2025 წელს:

# სასურსათო ჯგუფი იმპორტის მოცულობა - დოლარი
1 ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, მათ შორის გაყინული $237,857,700
2 რძის პროდუქცია $189,587,500
3 კვების სხვადასხვა პროდუქტები $185,268,200
4 საკვებად ვარგისი ნაყოფი და კაკალი; ციტრუსების ან ბახჩეული კულტურების ქერქი და კანი $182,431,100
5 მზა პროდუქტები პურეული მარცვლოვნების, ფქვილის, სახამებლის ან რძისგან; ფქვილეული საკონდიტრო ნაწარმი $180,698,400
6 ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები $174,604,900
7 მარვცვლოვანები და ბურღული $160,093,500
8 კაკაო და პროდუქტები მისგან $134,022,600
9 ცხიმები და ზეთები და მათი დაშლის პროდუქტები; მზა საკვები ცხიმები $124,823,200
10 შაქარი და საკონდიტრო ნაწარმი შაქრისაგან $122,910,100
11 ბოსტნეულის, ნაყოფის, კაკლის ან მცენარეთა სხვა ნაწილების გადამუშავების პროდუქტები $115,372,100
12 ბოსტნეული და საკვებად ვარგისი ზოგიერთი ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები $87,765,700
13 ყავა, ჩაი და სანელებლები $76,367,600
14 თევზი და კიბოსნაირნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები $72,800,700
15 მსხვილფეხა და წვრილფეხა ცოცხალი საქონელი $67,711,200
16 მზა პროდუქტები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების ან ზღვის სხვა უხერხემლოებისაგან $63,388,000
17 ფქვილ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქცია; ალაო; სახამებელი; ხორბლის წებოვანა $47,486,200

2025 წლის განმავლობაში საქართველომ 10 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სასურსათო პროდუქტები შემდეგი ქვეყნებიდან შეიძინა:

# ქვეყანა იმპორტი - დოლარი
1 რუსეთი $539,276,100
2 თურქეთი $242,323,800
3 უკრაინა $138,735,600
4 ბრაზილია $104,395,200
5 პოლონეთი $90,440,200
6 საფრანგეთი $87,683,100
7 ჩინეთი $80,976,800
8 გერმანია $78,294,700
9 ნიდერლანდები $66,708,000
10 აშშ $62,790,000
11 იტალია $58,824,700
12 აზერბაიჯანი $51,529,000
13 ბელარუსი $44,850,900
14 ირანი $44,661,300
15 ყაზახეთი $38,121,900
16 ესპანეთი $33,439,300
17 ბელგია $32,367,800
18 სომხეთი $30,672,900
19 უზბეკეთი $25,407,100
20 ინდონეზია $24,245,900
21 ავსტრია $18,814,200
22 ლატვია $18,019,400
23 გაერთიანებული სამეფო $17,842,200
24 ბულგარეთი $17,498,200
25 ლიეტუვა $16,390,900
26 ინდოეთი $16,095,000
27 ფინეთი $13,706,100
28 ნორვეგია $13,091,100
29 უნგრეთი $12,955,200
30 დანია $12,139,500
31 ვიეტნამი $11,603,400
32 ხორვატია $10,317,800

წყარო - საქსტატი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები