გასულ წელს, რძის და ნაღების იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-დეკემბერში საქართველოში რძისა და ნაღების იმპორტმა 22.7 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო მოცულობამ 19 572 ტონა.
შედარებისთვის, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული იყო 16.6 მლნ დოლარის ღირებულების 14 665 ტონა პროდუქცია. შედეგად, იმპორტის ღირებულება 36.4%-ით, ხოლო მოცულობა 33.4%-ით გაიზარდა.
გასულ წელს საქართველოსთვის რძისა და ნაღების მთავარი მომწოდებელი ქვეყანა აზერბაიჯანი იყო, საიდანაც იმპორტმა 5 მლნ დოლარი და 6 018 ტონა შეადგინა.
2025 წლის მთავარ მომწოდებელ ქვეყნებს შორის ასევე იყვნენ:
- რუსეთი – 4 მლნ დოლარი, 3 179 ტონა;
- პოლონეთი – 3.5 მლნ დოლარი, 3 278 ტონა;
- საფრანგეთი – 3.3 მლნ დოლარი, 824 ტონა;
- ბელარუსი – 2.4 მლნ დოლარი, 2 862 ტონა;
- თურქეთი – 1 მლნ დოლარი, 1 142 ტონა;
- გერმანია – 846 ათასი დოლარი, 642 ტონა;
- ირანი – 802 ათასი დოლარი, 503 ტონა;
- უკრაინა – 640 ათასი დოლარი, 597 ტონა;
- იტალია – 560 ათასი დოლარი, 333 ტონა.




























