მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს საქართველომ $68.5 მილიონის პირუტყვი გაყიდა - სტატისტიკა

პირუტყვი

2025 წელს საქართველომ $68.5 მილიონის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაყიდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 20%-ით მეტია.

საქმე ის არის, რომ 2019 წლის დასაწყისიდან, საქართველოდან 140 კილოგრამამდე, მოზარდი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა. შემდგომში, რეგულაცია უფრო დამძიმდა და წონა 160 კგ-მდე გაიზარდა. მაშინ აკრძალვის მიზეზად სოფლის მეურნეობის სამინისტროში ასახელებდნენ, რომ "ხბოს ასაკში ნაკლები პირუტყვი გავა, განვითარდება უშუალოდ საქონლის ბაზა, განვითარდება ადგილზე ხორცის წარმოება".

აღნიშნულის წინააღმდეგ საჩივარი "თავისუფლების ინსტიტუტმა" და ქვემო ქვალონელმა გლეხებმა საკონსტიტუციო სასამართლო 2024 წლის დეკემბერში მოიგეს. შედეგად, 1 აპრილიდან ნებისმიერი წონის საქონლის ექსპორტი ისევ დაშვებული გახდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველომ საქონელი მხოლოდ 3 ქვეყანაში გაყიდა

  • ერაყი - 41.4 მლნ აშშ დოლარის 12 482 ტონა;
  • აზერბაიჯანი - 27 მლნ აშშ დოლარის 8 073 ტონა;
  • უზბეკეთი - 40 ათასი აშშ დოლარის 16.2 ტონა.

bm.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა მონაცემები, ვის ეკუთვნის top-5 კომპანია, ვისაც საქართველოდან საზღვარგარეთ მსხვილფეხა პირუტყვი გაჰყავს:

  1. შპს ალტურას - კომპანიის 100% კახაბერი ივანიძეს ეკუთვნის;
  2. შპს კავკას-ყოჩი - კომპანიას სრულად ფლობს მუსახან უზბაშიევი;
  3. შპს მ.კ.გ ჯგუფი - კომპანიის წილის 100%-ს ფლობს მამუკა ადამია;
  4. შპს უნივერსალექსპორტ - წილის 100%-ს ნათიგ ალაზოვი ფლობს;
  5. პს ჰალალ ყასაბი - კომპანიის წილის 100% მაჯით იუსუფოვის საკუთრებაა.

შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

TBC Capital-ის 2025 წლის დეკემბრის კვლევის მიხედვით, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა მცირდება, ხოლო ცოცხალი ცხოველების ექსპორტი მზარდია, რაც მიუთითებს საგარეო მოთხოვნის ზრდაზე, შიდა ფარის შემცირების ხარჯზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები