მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს საქართველოს ექსპორტი რეკორდულ $7.3 მილიარდამდე გაიზარდა - მატება 11%-ია

საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა

საქსტატმა 2025 წლის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 11.2%-ით, 7.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. უშუალოდ დეკემბერში კი ექსპორტი 22.5%-ით, 673 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ჯერჯერობით აღნიშნული მონაცემები დეტალიზებული სახით წარმოდგენილი არაა და მას საქსტატი 20 იანვარს გამოაქვეყნებს, შესაბამისად ცნობილი გახდება თუ რა საქონლის ექსპორტი გაიზარდა.

რაც შეეხება იმპორტს, ის 18.5 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 9.7%-ით არის გაზრდილი. დეკემბერში კი იმპორტი 1.84 მილიარდი დოლარი იყო, რაც 8.5%-ით არის გაზრდილი. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წელს 11.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5%-ია. შედარებისთვის, 2024 წელს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ბრუნვის 44% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები