მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან იმპორტი 88.2%-ით გაიზარდა - რა შემოგვაქვს და გაგვაქვს UAE-ში?

647761c4507a7
ვიქტორია მღებრიშვილი
03.06.23 13:45
4946
2023 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნების ათეულში არაბთა გაერთიანებული საამიროებიც მოხვდა. იანვარ-აპრილის განმავლობაში საამიროებში სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად ჯამში 105 მილიონ 493 ათასი დოლარი გავიდა და მთლიან იმპორტში გაერთიანებულმა საამიროებმა 2.3%-იანი წილით მეათე ადგილი დაიკავა.

იმპორტი კი, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 88.2%-ით გაიზარდა. აღსანიშნია ისიც, რომ მიმდინარე წლის იმპორტის მაჩვენებელი არაბთა გაერთიანებული საამიროებთან ვაჭრობის ისტორიაში მაქსიმალურია. მთავარი საექსპორტო საქონელი ამ პერიოდში სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა ქსელების ტელეფონების ჩათვლით იყო.

რას ვყიდულობთ საამიროებისგან - TOP-10 იმპორტირებული საქონელი:

1. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა ტელეფონების ჩათვლით - 53.3 მლნ დოლარი, 76 ტონა;
2. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 9.5 მლნ დოლარი, 527 ტონა;
3. მსუბუქი ავტომობილები - 5.7 მლნ დოლარი;
4. საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - 3.9 მლნ დოლარი, 45 ტონა;
5. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 3.6 მლნ დოლარი, 9 ტონა;
6. ავტომანქანების ნაწილები - 2.7 მლნ დოლარი, 1 460 ტონა;
7. ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები - 2.3 მლნ დოლარი, 322 ტონა;
8. მიკროფონები ხმამაღლამოლაპარაკეები და სხვა - 1.8 მლნ დოლარი, 23 ტონა;
9. სუნამოები და ტუალეტის წყალი - 982 ათასი დოლარი, 65 ტონა;
10. ელექტრული წყალგამახურებლები - 821 ათასი დოლარი, 13 ტონა.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, გაორმაგებულია ექსპორტის მაჩვენებელიც. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 19 მილიონ 411 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა.

საამიროებთან ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წელს გვქონდა, რა დროსაც ექსპორტის მოცულობა 28.1 მლნ დოლარი იყო. ამ შემთხვევაში მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები იყო.

ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 5.4 მლნ დოლარი;
2. მადნები და სპილენძის კონცენტრატები - 4.6 მლნ დოლარი;
3. სატვირთო ავტომობილები - 1.4 მლნ დოლარი;
4. ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული - 1.2 მლნ დოლარი;
5. ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების - 826 ათასი დოლარი;
6. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 782 ათასი დოლარი;
7. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 672 ათასი დოლარი;
8. მანქანები ჭურჭლის სარეცხი - 461 ათასი დოლარი;
9. ვულკანიზებული რეზინის ნაწარმი, გარდა მყარი რეზინისა - 387 ათასი დოლარი;
10. თხილი და სხვა კაკალი - 282 ათასი დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები