საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 459 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა. ეს წინა წელთან შედარებით 38.5%-ით მეტია.
ასევე გაზრდილია იმპორტიც, რამაც 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტია.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში წინასწარია და მასში არაა დეტალურად ჩაშლილი თუ რა საქონლის იმპორტი და ექსპორტი გაიზარდა იანვრის განმავლობაში. აღნიშნული სტატისტიკა 20 იანვარს გამოქვეყნდება.