საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 6.2 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 6.5%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
სტუმრების 62.7%-ს უცხოელები შეადგენდნენ და მათი უმეტესობა, 555.4 ათასი (სტუმრების ჯამური რაოდენობის 14.3%), ისრაელის მოქალაქე იყო, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1%-ით მეტია. მეორე და მესამე ადგილზე რუსეთის და თურქეთის მოქალაქეები არიან. ევროკავშირის მოქალაქეები უცხოელი სტუმრების მთლიანი რაოდენობის 10.4%-ს შეადგენდნენ.

2025 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით (92%). 4.5% იყო საქმიანი ვიზიტი, ხოლო 0.7% მკურნალობას უკავშირდებოდა.
სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ (შესაბამისად, 14.7% და 12.9%).




























