მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს საქართველოს ცაზე 305 000-ზე მეტმა თვითმფრინავმა იფრინა - სტატისტიკა

ავიაცია

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 2%-ით გაიზარდა. სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკით, შარშან ქვეყანაში 305 962 ერთეული ფრენა (აფრენა, დაფრენა, გადაფრენა) დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი კოვიდპანდემიის და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან საომარი მოქმედებებისა და სანქციების გამო, თვითმფრინავების ნაწილმა სამხრეთით გადმოინაცვალა

ბოლო ხუთ წელში საქართველოს საჰაერო სივრცეში გადაფრენების რაოდენობა:

  • 2025 წელი - 305 962;
  • 2024 წელი - 299 023;
  • 2023 წელი - 232 491;
  • 2022 წელი - 147 253;

ჯერჯერობით "საქაერონავიგაციას" 2025 წლის ფინანსური ანგარიში გამოქვეყნებული არ აქვს, 2024 წელს კი კომპანიის თანახმად, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით მიღებული შემოსავალი 121 მლნ ლარი იყო. სახელმწიფო კომპანიის აქტივები 308 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი 12 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის ძირითადი ინფრასტრუქტურა და აქტივები საქართველოს მასშტაბით განთავსებული სარადარო სადგურებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები