2025 წელს საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა რეკორდული, 3.3 მილიარდ ლარზე მეტი მოგება მიიღეს. წმინდა მოგება წლის ჭრილში 7%-ით არის გაზრდილი.
19 კომერციული და მიკრობანკიდან გასული წელი 15-მა მოგებით, 4-მა კი ზარალით დაასრულა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების თანახმად, 1.6 მილიარდიანი მოგებით რეიტინგის სათავეში კვლავ "საქართველოს ბანკია", რომელსაც მოსდევს "თიბისი" 1.3 მილიარდ ლარამდე მოგებით და "ლიბერთი ბანკი" 126 მლნ ლარის მოგებით.
ზარალზე კი გავიდა "ჰეშბანკი", "პეისერა", "ვითიბი" და "სილქ ბანკი".
ქართული ბანკების წმინდა მოგების/ზარალის მაჩვენებლები 2025 წლის 12 თვეში:
| # | ბანკი | წმინდა მოგება | ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან |
| 1 | საქართველოს ბანკი | 1.6 მლრდ ლარი | 8.4% |
| 2 | თი–ბი–სი ბანკი | 1.3 მლრდ ლარი | 6% |
| 3 | ლიბერთი ბანკი | 126 მლნ ლარი | 21.2% |
| 4 | ბაზის ბანკი | 110.5 მლნ ლარი | 40.8% |
| 5 | კრედო ბანკი | 92.6 მლნ ლარი | 34.5% |
| 6 | ქართუ ბანკი | 38.3 მლნ ლარი | 6% |
| 7 | ტერა ბანკი | 30.9 მლნ ლარი | -2.3% |
| 8 | პროკრედიტ ბანკი | 28.7 მლნ ლარი | -11.2% |
| 9 | ხალიკ ბანკი | 22.2 მლნ ლარი | 8.4% |
| 10 | იშ ბანკ | 14.3 მლნ ლარი | 19.2% |
| 11 | მიკრობანკი კრისტალი | 13.7 მლნ ლარი | ბანკი 2025 წლიდან ოპერირებს |
| 12 | ზირაათ ბანკი | 7.1 მლნ ლარი | 44.6% |
| 13 | მიკრობანკი ემბისი | 5.6 მლნ ლარი | ბანკი 2025 წლიდან ოპერირებს |
| 14 | პაშაბანკი | 2.5 მლნ ლარი | -65.7% |
| 15 | პეივბანკი | 1.5 მლნ ლარი | ბანკი გასულ წელს 1 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| 16 | პეისერა | -1.8 მლნ ლარი | ბანკი გასულ წელს 792 ათასი ლარის ზარალზე იყო |
| 17 | ჰეშბანკი | -10.5 მლნ ლარი | ბანკი გასულ წელს 5.3 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| 18 | სილქ ბანკი | -24.2 მლნ ლარი | ბანკი გასულ წელს 11.2 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| 19 | ვი–თი–ბი ბანკი | -53.7 მლნ ლარი | ბანკი გასულ წელს 8.4 მლნ ლარის მოგებაზე იყო |




























