მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს საქართველოში ჩადებულ ინვესტიციებში რეინვესტიციის წილი 80.7% იყო

რეინვესტიცია

2025 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ძირითადი ნაწილი რეინვესტიციაზე მოდის. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, რეინვესტირების მოცულობამ 466.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ინვესტიციების ჯამური მოცულობის 80.4%-ია.

რეინვესტიციის მოცულობა წლების მიხედვით (მლნ. აშშ დოლარი)

  • 2023: II კვარტალი - $772 მლნ;
  • 2024: II კვარტალი - $720.7;
  • 2025 (წინასწარი მონაცემები): II კვარტალი - $619.7 მლნ.

მონაცემები აჩვენებს, რომ ინვესტიციების კლებასთან ერთად შემცირებულია რეინვესტირების მაჩვენებელიც. 2025 წლის ორ კვარტალში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება 19.7%-ია, ხოლო 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით – 14%.

2025 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 160.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 23.6%-ით ნაკლებია, 2023 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებთან შედარებით კი კლება 172.7%-ია.

ჯამური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) ასევე შემცირებულია: 2024 წლის პირველი ორი კვარტლის დაზუსტებული მონაცემებით, ჯამური FDI 904 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2025 წლის წინასწარი მონაცემებით – 763.7 მლნ აშშ დოლარი, რაც გასულ წელთან შედარებით 18.3%-ით ნაკლებია. 2023 წლის II კვარტალის მონაცემებთან შედარებით, როცა საქართველოში ჯამურად 1.1 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა, 2025 წლის მონაცემები 53.3%-ით ნაკლებია.

რეინვესტიცია არის ინვესტირებიდან მიღებული შემოსავლის ხელმეორედ ინვესტირება. როდესაც კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს და ამ ინვესტიციებზე ნახულობს მოგებას, კომპანიის მფლობელებს შეუძლიათ, მოგება დივიდენდის ან პროცენტის სახით გაინაწილონ, ან ისევ ბიზნესში დატოვონ/ჩააბრუნონ – კომპანიის აქტივები გაზარდონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები