მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში FDI 12%-ით, $580.1 მლნ-მდე შემცირდა

FDI

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ 580.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.

აღსანიშნია, რომ FDI-ის შემცირება ფიქსირდებოდა პირველ კვარტალაშიც, შესაბამისად 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიურად 15.5%-ით 763.7 მლნ დოლარამდე შემცირდა.

კონკრეტულად II კვარტალში სტრუქტურულად, სააქციო კაპიტალის ფორმით განხორციელებულმა ინვესტიციებმა 123.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (FDI-ის 21.3%), ხოლო რეინვესტიციამ 466.6 მლნ აშშ დოლარი (80.4%).

ინვესტორ ქვეყნებს შორის ლიდერია გაერთიანებული სამეფო – 242.7 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი ინვესტიციების 41.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი – 54 მლნ აშშ დოლარით (9.3%), ხოლო მესამეზე ჩეხეთი – 38.3 მლნ აშშ დოლარით (6.6%). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი საერთო მოცულობის 57.7%-ს უდრის.

სექტორების ჭრილში, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში ჩაიდო – 327.2 მლნ აშშ დოლარი (FDI-ის 56.4%). მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი – 66.4 მლნ აშშ დოლარით (11.4%), ხოლო მესამეზე ენერგეტიკა – 54.4 მლნ აშშ დოლარით (9.4%). სამმა უმსხვილესმა სექტორმა ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 77.2% მოიზიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები