საქსტატმა 2025 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს FDI 7.6%-ით, $1.68 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
წლიური ზრდის მიუხედავად, ინვესტიციები უფრო ნაკლებია ვიდრე 2022 წელს ($2.22 მლრდ) და 2023 წელს ($1.93 მლრდ) იყო.
საქსტატის თანახმად, ინვესტიციების მთავარი მდგენელი კვლავ არსებული კომპანიების მიერ განხორციელებული რეინვესტიციებია, რაც გასულ წელს 1.4 მილიარდი დოლარი იყო. ინვესტორების მხრიდან სააქციო კაპიტალის შენატანები $602 მილიონი დოლარი იყო, ხოლო ინვესტორ კომპანიებთან და დამფუძნებლებთან ვალდებულებების მომსახურება კი 311 მილიონი დოლარი. შედეგად FDI-ის ბალანსმა 1.68 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ქვეყნების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი კვლავ დიდი ბრიტანეთია, რაც დაკავშირებულია იმასთან რომ საქართველოს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტები იურიდიულად სწორედ ბრიტანეთში არიან რეგისტრირებული და მათი ოპერაციები FDI-ს სტატისტიკაში აღირიცხება. სექტორების მიხედვით კი კვლავინდებურად პირველ ადგილს საფინანსო სექტორი 607 მილიონი დოლარით იკავებს.
ქვეყნები საიდანაც 2025 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა:
- გაერთიანებული სამეფო — 334.2 მილიონი დოლარი, კლება 22%;
- თურქეთი — 180.8 მილიონი დოლარი, ზრდა 64%;
- მალტა — 173.7 მილიონი დოლარი, კლება 9%;
- აშშ — 158.1 მილიონი დოლარი, ზრდა 122%;
- აზერბაიჯანი — 143.9 მილიონი დოლარი, ზრდა 72%;
- რუსეთი — 69.6 მილიონი დოლარი, კლება 3%;
- ისრაელი — 65 მილიონი დოლარი, ზრდა 24%;
- გერმანია — 62.8 მილიონი დოლარი, ზრდა 12%;
- ჩინეთი — 32.7 მილიონი დოლარი, ზრდა 427%;
- უკრაინა — 31.6 მილიონი დოლარი, ზრდა 195%;
- დანარჩენი ქვეყნები — 436.2 მილიონი დოლარი, კლება 10%.
სექტორების მიხედვით, პირველ ადგილზეა საფინანსო სექტორი, მეორე პოზიციას იკავებს უძრავი ქონება, მესამე ადგილზე კი ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორია. უფრო დეტალურად ინვესტიციები ასე ნაწილდება:
სექტორები, რომლებშიც 2025 წელს ყველაზე მეტი FDI ჩაიდო:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები — 607 მილიონი დოლარი, ზრდა 5%;
- უძრავი ქონება — 185.7 მილიონი დოლარი, ზრდა 2%;
- ტრანსპორტი — 166.1 მილიონი დოლარი, ზრდა 58%;
- დამმუშავებელი მრეწველობა — 161.3 მილიონი დოლარი, კლება 12%;
- ინფორმაცია და კომუნიკაცია — 115.2 მილიონი დოლარი, ზრდა 77%;
- მშენებლობა — 95.7 მილიონი დოლარი, ზრდა 555%;
- ვაჭრობა — 52.1 მილიონი დოლარი, კლება 68%;
- ხელოვნება, გართობა და დასვენება — 49.7 მილიონი დოლარი, ზრდა 78%;
- განათლება — 11.7 მილიონი დოლარი, კლება 35%;
- სოფლის მეურნეობა — 4.2 მილიონი დოლარი, კლება 158%.
- დანარჩენი სექტორები — 239.9 მილიონი დოლარი, ზრდა 1%;




























