მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველოში ხანძრების 7 440 შემთხვევა დაფიქსირდა - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
სტატისტიკის თანახმად, წლის I ნახევარში მომხდარი ხანძრების რაოდენობა 24.3%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ შემთხვევებს - 5 985-ს.
საქსტატის თანახმად, წლის 6 თვეში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხოვნობა 32-ს აღწევს, ტრავმირებულთა რაოდენობა კი - 92-ს.
ორ კვარტალში ხანძრების შედეგად განადგურდა 299 შენობა-ნაგებობა და დაიღუპა 218 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 208-ით მეტი, ვიდრე 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში.




























