მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს საქართველოში მუზეუმების ვიზიტორთა რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია - საქსტატი

მუზეუმ

საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 4.5%-ით გაიზარდა და 2.0 მილიონი კაცი შეადგინა.

საშუალოდ, ქვეყანაში ერთ მუზეუმზე 7.7 ათასი დამთვალიერებელი მოდის.

მუზეუმების დამთვალიერებელთა ყველაზე დიდი ნაწილი თბილისსა (537 ათასი) და შიდა ქართლში (477 ათასი) დაფიქსირდა. მათ მოსდევს აჭარა (262 ათასი) და კახეთი (229 ათასი).

საქსტატის თანახმად, 2025 წელს საქართველოს მუზეუმებსა და მუზეუმ ნაკრძალებში 2 930 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც წლიურად 3%-ით შემცირებული მაჩვენებელია. მათგან 2 105 მუდმივი, შტატიანი თანამშრომელი იყო.

რაც შეეხება მუზეუმების რიცხოვნობას, გასულ წელს საქართველოში სულ 261 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა. მათი ტიპობრივი სტრუქტურა ასე ნაწილდება:

  • მემორიალური მუზეუმები - 104 (39.8%);
  • ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) - 74 (28.4%);
  • ხელოვნების მუზეუმები - 23 (8.8%);
  • მუზეუმ-ნაკრძალები - 13 (5.0%);
  • ლიტერატურული მუზეუმები - 2 (0.8%);
  • სხვა სახის მუზეუმები - 45 (17.2%).

მუზეუმების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში ფუნქციონირებს (სულ 59 მუზეუმი, რაც საერთო რაოდენობის 22.6%-ია). მეორე და მესამე ადგილებს იმერეთისა (40 მუზეუმი, 15.3%) და კახეთის (37 მუზეუმი, 14.2%) რეგიონები ინაწილებენ.

გამოფენები და ექსკურსიები

სტატისტიკური ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს მუზეუმებში ჩატარებული გამოფენების რაოდენობა 7.1%-ით გაიზარდა და 1 006 ერთეული შეადგინა. ამავდროულად, მუზეუმებში განხორციელებული ექსკურსიების რაოდენობა მცირედით - 0.9%-ით შემცირდა და 44.6 ათასი ერთეული შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები