საქართველოში ხილის და ციტრუსის მოსავლიანობა შემცირდა, ყურძნის კი გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სოფლის მეურნეობის 2025 წლის წინასწარი მონაცემებიდან ირკვევა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანაში 205.6 ათასი ტონა ხილია (ყურძნისა და ციტრუსის გარდა) წარმოებული, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 15.6%-ით ჩამორჩება.
რაც შეეხება ხილის განაწილებას სახეობების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში წარმოებულია:
- თესლოვანი ხილი - 72.3 ათასი ტონა (19.3%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე);
- კურკოვანი ხილი - 53.3 ათასი ტონა (30.5%-ით ნაკლებია);
- კაკლოვანი ხილი - 53.9 ათასი ტონა (2.7%-ით მეტია);
- სუბტროპიკული ხილი - 17.4 ათასი ტონა (1.2%-ით მეტია);
- კენკროვანი ხილი - 8.7 ათასი ტონა (16%-ით მეტია)

2025 წელს ქვეყანაში ყურძნის წარმოება რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. ჯამში ყურძნის მოსავალმა 347.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელს 8.3%-ით აღემატება.
ციტრუსის მოსავლიანობა წლიურად 0.4%-ით 55 ათას ტონამდე შემცირდა.




























