მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს თბილისის საცხოვრებელი ბინების ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკები შენარჩუნდა - Galt & Taggart

2025 წელს თბილისში $3.5 მილიარდის ღირებულების 42 388 ბინა გაიყიდა. ბაზრის ზრდა 2024 თან შედარებით 12.6%-იან ზრდას აფიქსირებდა. Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, წლიურ ჭრილში პირველადი ბაზარზე $1.783 მლრდ-ის 21 000 ბინა, მეორადზე კი $1.788 მილიარდის ღირებულების 21 400 ბინა გაიყიდა.

რაც შეეხება საშუალო ფასს, განახლებული მიმოხილვის მიხედვით, თბილისში უძრავი ქონების ფასები როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე გაიზარდა და მ²-ის საშუალო ღირებულება $1 373 შეადგინა. დედაქალაქში უძრავი ქონება ყველაზე ძვირად გასულ წელს მთაწმინდაზე, ვაკესა და ჩუღურეთში იყიდებოდა. Galt & Taggart-ში აღნიშნავენ, რომ 2025 წელს, გაზრდილმა კონკურენციამ ფასის ზრდის ტემპის შენელება გამოიწვია და დეველოპერებს შიდა განვადების სქემების მაქსიმალურად დახვეწისკენ უბიძგა.

სტუმარი: ოთარ ცუხიშვილი - Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები