მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელთან შედარებით, წელს ბევრად კარგი წელი გვქონდა - "ალიანს ჯგუფის" კომერციული დირექტორი

თემო ბიწაძე

"2025 წელთან შედარებით, წელს ბევრად კარგი წელი გვქონდა", - ამის შესახებ სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ალიანს ჯგუფის" კომერციულმა დირექტორმა თემურ ბიწაძემ საქართველოს უძრავი ქონების ყოველწლიურ კონფერენციაზე GREMO 2026-ზე განაცხადა, რომლის მთავარი თემაა: „კაპიტალის ახალი ჰაბი - თბილისი გლობალურ საინვესტიციო რუკაზე“.

მისი თქმით, გაყიდვების და რეალიზებული უძრავი ქონების მიმართულებით კომპანიას 35%-მდე ზრდა ჰქონდა.

"ალიანს ჯგუფი" გახლავთ კონფერენციის უცვლელი წარმდგენი. ჩვენთვის ეს თანამშრომლობა ტრადიციად იქცა. წლების განმავლობაში ამ ღონისძიებას წარვადგენთ, როგორც თბილისში ისე ბათუმში. ეს ღონისძიება ჩამოყალიბდა, როგორც B2B შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა და ზუსტად აქ ხდება იმ ინფორმაციის გაცვლა საზოგადოებასთან და ერთი სექტორის წარმომადგენელ პროფესიონალებთან, რომელზეც კადრს მიღმა ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე.

რაც შეეხება უძრავი ქონების სექტორს, 2022 - 2023 წლის შემდეგ, როდესაც ბაზარი დაბალანსდა, ყოველწლიური ზრდა არის. 2025 წელთან შედარებით წელს ბევრად კარგი წელი გვქონდა. ჩვენ რეალობაში 35%-მდე ზრდა გვქონდა, გაყიდვების და რეალიზებული უძრავი ქონების მიმართულებით და ვხვდებით, რომ რაღაცას ძალიან სწორად ვაკეთებთ. სწორი მიმართულებით მიგვყავს ჩვენი განვითარება", - განაცხადა თემურ ბიწაძემ.

ინფორმაციისთვის: GREMO უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია „პროსპექტის“ მიერ 2021 წელს შეიქმნა. 2024 წლიდან კონფერენცია Business Media Georgia (BMG)-ის გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის“ ქოლგის ქვეშ იმართება.

კონფერენციის უცვლელი წარმდგენია სამშენებლო დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი.“

ღონისძიება წელიწადში ორჯერ თბილისსა და ბათუმში ტარდება და მისი მთავარი მიზანია კვლევების, სტატისტიკური მონაცემების, ტენდენციებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

ღონისძიება ტრადიციულად 120-150-მდე CEO-ს, დეველოპერული და სამშენებლო სექტორის ლიდერს, ინვესტორებს, არქიტექტორებს, იურისტებსა და ინსტიტუციური სექტორის წარმომადგენლებს შეკრებს.

დეტალური ინფორმაციებისთვის თვალი ადევნეთ GREMO • გრემო-ს ოფიციალურ გვერდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები