2026 წლის 24 ნოემბერს, 19:00 საათზე, სასტუმროში Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, საქართველოს უძრავი ქონების ყოველწლიური კონფერენცია GREMO 2026 გაიმართება.
წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემაა: „კაპიტალის ახალი ჰაბი - თბილისი გლობალურ საინვესტიციო რუკაზე“.
ღონისძიების შინაარსი სრულად ფოკუსირებულია დედაქალაქის საინვესტიციო მიმზიდველობაზე, საერთაშორისო კაპიტალის ნაკადების მოზიდვასა და ურბანული განვითარების პერსპექტივებზე.
ღონისძიების პროგრამა მოიცავს: პრეზენტაციებს (FDI და გლობალური ტენდენციები): შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება კვლევები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გადანაწილების, ბაზრის მიმდინარე ტენდენციებისა და ინსტიტუციური კაპიტალის მოზიდვის ეფექტიანი სტრატეგიების შესახებ.
HARD TALK-ს (თბილისის საინვესტიციო პოტენციალი): პირდაპირი, ინტერაქციული დიალოგი ბაზრის ლიდერებს, კერძო და სახელმწიფო სექტორისა და რეგულატორების წარმომადგენლებს შორის. განხილვის მთავარი თემები ურბანული განვითარების ახალი სივრცეები და მაკროეკონომიკური ფაქტორები იქნება.
პანელურ დისკუსიას (კანონმდებლობა და გლობალური მობილურობა): სპიკერები იმსჯელებენ საინვესტიციო კანონმდებლობაზე, „ოქროს ვიზებზე“, საგადასახადო რეზიდენტობასა და საერთაშორისო კაპიტალის ნაკადების მართვაზე
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება GREMO Award-ის ცერემონიალი, სადაც გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტი“ ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის სექტორის რამდენიმე გამორჩეულ წარმომადგენელს დააჯილდოებს.
ინფორმაციისთვის: GREMO უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია „პროსპექტის“ მიერ 2021 წელს შეიქმნა. 2024 წლიდან კონფერენცია Business Media Georgia (BMG)-ის გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის“ ქოლგის ქვეშ იმართება.
კონფერენციის უცვლელი წარმდგენია სამშენებლო დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი.“
ღონისძიება წელიწადში ორჯერ თბილისსა და ბათუმში ტარდება და მისი მთავარი მიზანია კვლევების, სტატისტიკური მონაცემების, ტენდენციებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
ღონისძიება ტრადიციულად 120-150-მდე CEO-ს, დეველოპერული და სამშენებლო სექტორის ლიდერს, ინვესტორებს, არქიტექტორებს, იურისტებსა და ინსტიტუციური სექტორის წარმომადგენლებს შეკრებს.
დეტალური ინფორმაციებისთვის თვალი ადევნეთ GREMO • გრემო-ს ოფიციალურ გვერდებს.
























