ზუსტად ერთ კვირაში, 24 ნოემბერს, სასტუმრო „თბილისი პარაგრაფში“ უძრავი ქონების სექტორის მთავარი ყოველწლიური კონფერენცია - GREMO 2026 გაიმართება.
ღონისძიება 150-ზე მეტ გადაწყვეტილების მიმღებ პირს - დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების დამფუძნებლებს, ინვესტორებს, არქიტექტორებს, იურისტებსა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გააერთიანებს.
რა ელოდებათ დელეგატებს GREMO 2026-ზე?
კონფერენცია ბაზრის წამყვანი საკონსულტაციო და საინვესტიციო ორგანიზაციის ექსკლუზიური პრეზენტაციებით გაიხსნება.
„თიბისი კაპიტალი“ აუდიტორიას გააცნობს კვლევას თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ევოლუციასა და ბაზარზე ჩამოყალიბებულ ახალ რეალობაზე.
Colliers Georgia წარმოადგენს დეტალურ ანალიზს დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალზე. კერძოდ იმაზე, თუ ვინ ქმნის დღეს მოთხოვნას ბაზარზე, სად არსებობს აუთვისებელი რესურსი, როგორ ნაწილდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და რა სტრატეგიებია ყველაზე ეფექტიანი ინსტიტუციური კაპიტალის მოსაზიდად.
სამშენებლო მენეჯმენტის კომპანია CMC-ის მმართველი პარტნიორი გიორგი ვახტანგიშვილი და CHARTS Pro-ს დამფუძნებელი თემო ქურციკიძე აუდიტორიას წარუდგენენ ერთობლივ პრეზენტაციას თემაზე: „თბილისი - გლობალური ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების სათავეებთან“.
HARD TALK - თბილისის საინვესტიციო პოტენციალი
პირისპირ რეგულატორებთან და ბაზრის ლიდერებთან
უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა და შესაძლებლობებზე საუბარი ინტერაქციულ HARD TALK-ის ფორმატში გაგრძელდება, რომელსაც მოდერატორობას BMG-ის მმართველი პარტნიორი გიორგი ისაკაძე გაუწევს.
კერძო და საჯარო სექტორის დიალოგში მონაწილეობას მიიღებენ:
დავით უტიაშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი;
თეიმურაზ ბოლოთაშვილი - თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსი;
ილია წულაია - „არქი ჯგუფი,“ დამფუძნებელი;
თემო ბიწაძე - „ალიანს ჯგუფი,“ კომერციული დირექტორი
ვასილ ფხაკაძე - „ბიოგრაფი ლივინგი,“ აღმასრულებელი დირექტორი.
პანელური დისკუსია: კანონმდებლობა & გლობალური მობილობა
რამდენად კონკურენტუნარიანია საქართველოს საინვესტიციო გარემო საერთაშორისო კაპიტალის მოსაზიდად? - ამ თემაზე დისკუსიას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი გაუძღვება.
სპიკერები იქნებიან:
მამუკა მახარაძე - “იელთი ჯგუფი” - გენერალური დირექტორი;
გოგა მაჭავარიანი - “სითიზენი” - გენერალური დირექტორი;
თამარ გაფრინდაშვილი - „ფროფერთი ფართნერს“, საავტორო პროექტი „თბილისის აკრები,“ მმართველი პარტნიორი ;
გიორგი ბარათაშვილი - „ალდაგი“ - გენერალური დირექტორი;
რუსკა ხაზარაძე - BLC - უძრავი ქონებისა და სამშენებლო მიმართულების ხელმძღვანელი.
მონაწილეები საინვესტიციო კანონმდებლობაზე, „ოქროს ვიზების“ პერსპექტივაზე, საგადასახადო რეზიდენტობასა და კაპიტალის ნაკადების მართვაზე იმსჯელებენ.
„ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის“
GREMO Award
კონფერენციის დასკვნით ნაწილში გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტი“ ტრადიციულ დაჯილდოებას გამართავს და „ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის“ სექტორის ოთხ გამორჩეულ წარმომადგენელს გამოავლენს.
აღსანიშნავია, რომ წელს ნომინაციებში საუკეთესო პროექტი და საუკეთესო დეველოპერული კომპანია გამარჯვებულებს თავად მოქალაქეები გამოავლენენ. ხმის მიცემა უკვე დაწყებულია სპეციალურად შექმნილ ონლაინ პლატფორმაზე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი რჩეული დააფიქსიროს.
GREMO 2026-ის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან:
წარმდგენი: „ალიანს ჯგუფი“
გენერალური სპონსორები: „იელთი ჯგუფი“, „თბილისის აკრები“, „ინსტა,“ „ELTEG“
„ბენე კომფორტი“, Greenstone, „ალდაგი“ და BLC.
სპონსორები: „ბაუმერი“, „რუმ დეველოპმენტი“, „იდეა დეველოპმენტი“, ჰანიველ ცემენტი“, „სიმეტრია“.
მხარდამჭერები: Dreamland Development, „ციტადელი“, „ტაქტი სააკაძე“, „ტასჰაბი,“ „ინოფისი“.
“ღვინის პარტნიორი:“ კომპანია „ნიმბი.“
ღონისძების პარტნიორები არიან: CMC,"თიბისი კაპიტალი" და "კოლიერს ჯორჯია."
კონფერენცია Business Media Georgia -ს და გაყიდვების კომპანია „პროსპექტის“ ორგანიზებით იმართება.
განახლებული ინფორმაციისთვის თვალი ადევნეთ GREMO-ს ოფიციალურ გვერდებს.
























