მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წლიდან GMP &GDP სტანდარტის დანერგვის ვალდებულება ექსპორტიორებსაც შეეხება

მომავალი წლიდან, GMP &GDP სერტიფიკატის ფლობის ვალდებულება ყველა ფარმაცევტულ და სადისტრიბუციო კომპანიას თანაბრად შეეხება. როგორც ცნობილია, რეგულაცია გასული წლიდან ამოქმედდა, თუმცა ის საგამონაკლისო წესით 2025 წლამდე არ შეეხო იმ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც ექსპორტს ახორციელებდნენ, ადგილობრივ ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტების რეალიზაცია კი GMP &GDP სტანდარტის გარეშე აიკრძალა. ის, ვინც კარგი საწარმოო პრაქტიკის დანერგვის გარეშე ახორციელებდა ფარმაცევტული პროდუქციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ რეალიზაციას, 6 თვეზე ნაკლები დრო რჩება იმისთვის, რომ მოთხოვნილი სტანდარტი დანერგოს. რამდენი კომპანიაა ასეთი, ვინც საგამონაკლისო წესში ექცეოდა და როგორ გადაეწყო ბაზარი ახალი რეგულირების პირობებში?

სტუმარი: ლევან გოგიბერიძე - საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები