მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წლიდან პროფესიული სასწავლებლები დაფინანსების ახალ მოდელზე გადავლენ - მინისტრი

გიორგი ამილახვარი

განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განათლების სექტორის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე მინისტრმა განაცხადა, რომ შეიცვლება პროფესიული განათლების სასწავლებლების დაფინანსების მოდელი და ის უფრო ხარჯთეფექტური გახდება, ამასთან ახალი მოდელი დაფინანსებას კოლეჯების საგანმანათლებლო შედეგებზე მიაბამს. 

“2025 წლიდან უნდა გადავიდეთ დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელიც ერთი მხრივ იქნება ხარჯთეფექტური, რომ ჩადებული ინვესტიცია წავიდეს პირდაპირ შედეგებში, ანუ დასაქმებაში. მეორე - ეს იქნება მიღწევებზე დაფუძნებული, რაც ერთის მხრივ უზრუნველყოფს ხარჯთეფექტურობას და მეორე მხრივ პირდაპირ შედეგების დაფინანსებას, რომელსაც პროფესიული კოლეჯები მიაღწევენ. ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დაფინანსების ახალ მოდელზე ვმუშაობთ და ახალი კვალიფიკაციის კვალდაკვალ ორ წელიწადში ახალი დაფინანსების მოდელი გვექნება”, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა. 

ზუსტად რა იქნება ახალი მოდელი და როგორ განაწილდება ის მინისტრს არ უსაუბრია. 

პრეზენტაციაზე სიტყვით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო კერძო სექტორს პროფესიული განათლების ხელშეწყობაში თანამშრომლობას სთავაზობს. ბიზნესს პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვაში ჩართულობისკენ გიორგი ამილახვარმაც მოუწოდა და თქვა, რომ სამინისტროს კარი 15 ნოემბრიდან ღია იქნება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები