მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის 7 თვეში ბანკებმა 1.82 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს - როგორ ნაწილდება თანხა ბანკებზე

ბანკები

2025 წლის 7 თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 1.82 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს - ამის შესახებ ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებებიდან ხდება ცნობილი. მთლიანობაში აღნიშნული თანხა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მოგებასთან შედარებით 75 მილიონი ლარით, ანუ 4%-ით მეტია.

ბანკებს შორის მოგებით პირველ ადგილზე კვლავ "საქართველოს ბანკია", რაც 2025 წლის 7 თვეში 922 მილიონ ლარს შეადგენდა, ეს თანხა წლიურად 8%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს "თიბისი ბანკი" იკავებს 686 მილიონი ლარით, რაც წლიურად 0.4%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციაზე კვლავინდებურად "ლიბერთი ბანკია" 74 მილიონი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მოგების მაჩვენებელია.

რაც შეეხება მოგების მიხედვით სიის ბოლოში მყოფ ბანკებს, 4 კომერციული ბანკი ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი - 41 მილიონი ლარის ზარალი აქვს "ვითიბი ბანკს", რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ფაქტობრივად შეჩერებული აქვს.

2025 წლის იანვარ-ივლისში ქართული კომერციული ბანკების ფინანსური შედეგები:

კომერციული ბანკი მოგება 2025 წლის იანვარ-ივლისში ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
საქართველოს ბანკი 922 მილიონი ლარი; 8%
თი–ბი–სი ბანკი 686 მილიონი ლარი; 0.4%
ლიბერთი ბანკი 74 მილიონი ლარი; 12%
ბაზის ბანკი 59 მილიონი ლარი; 42%
კრედო ბანკი 47 მილიონი ლარი; 50%
ქართუ ბანკი 23 მილიონი ლარი; 4%
პროკრედიტ ბანკი 17 მილიონი ლარი; -16%
ტერა ბანკი 17 მილიონი ლარი; -7%
ხალიკ ბანკი 10 მილიონი ლარი; -10%
მიკრობანკი კრისტალი 10 მილიონი ლარი; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კრისტალს მიკრობანკის სტატუსი არ ჰქონდა
იშ ბანკ 9 მილიონი ლარი; -5%
მიკრობანკი ემბისი 5 მილიონი ლარი; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ემბისის მიკრობანკის სტატუსი არ ჰქონდა
ზირაათ ბანკი 4 მილიონი ლარი; 8%
პეივბანკი 0.5 მილიონი ლარი; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკი 0.2 მლნ-ის ზარალზე იყო
პაშაბანკი 0.2 მილიონი ლარი; -95%
პეისერა -0.8 მილიონი ლარი; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკი 0.8 მლნ-ის ზარალზე იყო
ჰეშბანკი -6.5 მილიონი ლარი; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკი 2 მლნ-ის ზარალზე იყო
სილქ ბანკი -13 მილიონი ლარი; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკი 5.5 მლნ-ის ზარალზე იყო
ვი–თი–ბი ბანკი -41 მილიონი ლარი; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკი 9.3 მლნ-ის ზარალზე იყო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები