მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის 9 თვეში ქართულმა ბანკებმა 2.4 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს - რეიტინგი

ბანკები

2025 წლის 9 თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2.4 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს - ამის შესახებ ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებებიდან ხდება ცნობილი. მთლიანობაში აღნიშნული თანხა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მოგებასთან შედარებით 107 მილიონი ლარით, ანუ 4.6%-ით მეტია.

ბანკებს შორის მოგებით პირველ ადგილზე კვლავ "საქართველოს ბანკია", რაც 2025 წლის 9 თვეში 1.2 მილიარდ ლარს შეადგენდა, ეს თანხა წლიურად 8%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს "თიბისი ბანკი" იკავებს 904 მილიონი ლარით, რაც წლიურად 1%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციაზე კვლავინდებურად "ლიბერთი ბანკია" 94.5 მილიონი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მოგების მაჩვენებელია.

რაც შეეხება მოგების მიხედვით სიის ბოლოში მყოფ ბანკებს, 4 კომერციული ბანკი ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი - 41 მილიონი ლარის ზარალი აქვს "ვითიბი ბანკს", რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ფაქტობრივად შეჩერებული აქვს.

ბანკი 2025 წლის 9 თვეში მიღებული მოგება სხვაობა წინა წელთან შედარებით
საქართველოს ბანკი 1,207,536,000 ლარი; 8%
თი–ბი–სი ბანკი 904,379,000 ლარი; 1%
ლიბერთი ბანკი 94,545,000 ლარი; 12%
ბაზის ბანკი 79,369,000 ლარი; 40%
კრედო ბანკი 64,471,000 ლარი; 40%
ქართუ ბანკი 31,943,000 ლარი; 14%
ტერა ბანკი 22,401,000 ლარი; -3%
პროკრედიტ ბანკი 21,838,000 ლარი; -14%
ხალიკ ბანკი 14,014,000 ლარი; -5%
მიკრობანკი კრისტალი 12,259,000 ლარი; ბანკი 2025 წლიდან ოპერირებს;
იშ ბანკ 11,567,000 ლარი; -1%
მიკრობანკი ემბისი 5,790,000 ლარი; ბანკი 2025 წლიდან ოპერირებს;
ზირაათ ბანკი 4,730,000 ლარი; 4%
პაშაბანკი 1,156,000 ლარი; -81%
პეივბანკი 805,000 ლარი; ბანკი გასულ წელს 374 ათასი ლარის ზარალზე იყო
პეისერა -1,038,000 ლარი; ბანკი გასულ წელს 967 ათასი ლარის ზარალზე იყო
ჰეშბანკი -8,273,000 ლარი; ბანკი გასულ წელს 2.94 მილიონი ლარის ზარალზე იყო
სილქ ბანკი -17,370,000 ლარი; ბანკი გასულ წელს 8.4 მილიონი ლარის ზარალზე იყო
ვი–თი–ბი ბანკი -41,160,000 ლარი. ბანკი გასულ წელს 444 ათასი ლარის ზარალზე იყო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები