მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირვანდელი ვერსიის მიხედვით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გარდა, მომავალი წლიდან ყველა სამინისტროს დაფინანსება იზრდება. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 27 მლრდ 46 მლნ ლარით არის განსაზღვრული, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 2 მლრდ 16 მლნ ლარით მეტია.