მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წლის იანვარში სებ-მა Bmatch პლატფორმით ოპერაციები არ განახორციელა

სები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარში Bmatch სავაჭრო პლატფორმით ოპერაციები არ განხორციელებულა. შესაბამისად, სებ-ი გასულ თვეში სავალუტო ბაზარზე არ ჩარეულა.

რაც შეეხება 2024 წელს, სებ-მა Bmatch პლატფორმით იყიდა 482.6 მილიონი დოლარი და გაყიდა 535 მილიონი დოლარი.

2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 4.43 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 423 მილიონი დოლარის კლებას წარმოადგენს. ამ შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სებ-ის მიერ გასულ წელს (ძირითადად წინასაარჩევნო პერიოდში) განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები