მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის IV კვარტალში ტურისტთა რაოდენობა ყველაზე მეტად ჩინეთიდან გაიზარდა - TOP-10 ქვეყანა

ტურისტი ჩინელი

2025 წლის ბოლო კვარტალში საქართველოში 1 529 864 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სტატისტიკა 8.3%-ით გაიზარდა.

ქვეყანა, საიდანაც გასული წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი დაფიქსირდა კვლავ რუსეთი იყო. ჩრდილოელი მეზობლიდან 334 020 ვიზიტი შედგა, რაც 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 7.4%-ით მეტია.

TOP-10 ქვეყანას შორის არის სხვა მეზობელი ქვეყნები და ასევე, აზიური ქვეყნები, ევროპული ქვეყნები - აღარ.

ათეულში შემავალ ქვეყნებს შორის კი, ვიზიტების ყველაზე დიდი ზრდა ჩინეთიდან გვაქვს. ამ ქვეყნიდან 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში 31 562 ვიზიტი შედგა, რაც 42.8%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ცნობისთვის, 2023 წლის სექტემბრიდან, საქართველოში ჩამოსასვლელად ჩინეთის მოქალაქეებს ვიზა აღარ სჭირდებათ.

TOP-15 ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით (2025 წლის მეოთხე კვარტალი):

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები