ფეხბურთში ორი სატრანსფერო ფანჯარა არსებობს ზამთრის, რომელიც იანვარშია და საზაფხულო ივლისიდან აგვისტოს ჩათვლით. მომავალი ზაფხულიდან კი იტალიურ სერია ა-ს კიდევ ერთი ივნისის ფანჯარა დაემატება, რომელიც პირველიდან 10 რიცხვის ჩათვლით გაგრძელდება.
ეს გადაწყვეტილება FIFA-ს მიერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის განახლებას უკავშირდება, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება და მასში მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
შექმნილი გრაფიკიდან გამომდინარე მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში იმსჯელეს, რომ გუნდებს დასჭირდებათ საუკეთესო ფორმაში ყოფნა ტურნირისთვის და რისთვისაც გაძლიერება იქნება საჭირო. კონკრეტულად აპენინის ნახევარკუნძულიდან მონაწილეობას მილანის “ინტერი” და ტურინის “იუვენტუსი” მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ განახლებული მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2025 წელს 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას უკანასკნელ 5 წელიწადში საუკეთესო შედეგების მქონე 12 ევროპული კლუბი მიიღებს.