მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუვეითზე თავდასხმის შედეგად იტალიის ორი მოქალაქე დაიღუპა - ირანი პასუხისმგებლობას არ იღებს

თავდასხმა ქუვეითზე

ქუვეითზე განხორციელებული სავარაუდო ირანული თავდასხმის შედეგად იტალიის ორი მოქალაქე დაიღუპა, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. ქუვეითის შეიარაღებული ძალების მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელები ქვეყანაზე ირანული იერიშების შემდეგ ჩამოვარდნილმა რაკეტის ნამსხვრევებმა იმსხვერპლა.

ოფიციალურმა თეირანმა მომხდართან კავშირი უარყო. ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციები არც კი ჩატარებულა.

პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ Telegram-ზე დაწერა, რომ იტალიელ კოლეგა ანტონიო ტაიანისთან საუბრისას დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინციდენტში თეირანს არანაირი როლი არ აქვს და რომ თეირანი მზადაა, მომხდარის გამოძიებაში ქუვეითისა და იტალიის მთავრობებთან ითანამშრომლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები