რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თეირანში ირანელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში „3+3“ ფორმატის განვითარების კუთხით თეირანთან თანამშრომლობა მოსკოვისთვის კვლავ პერსპექტიულად მიიჩნევა.
ლავროვს დამატებით არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ რა მხრივ შეიძლება გაღრმავდეს პარტნიორობა, თუმცა ცნობილია, რომ სპეციალური ფორმატის შეხვედრები ბოლო წლებია საქართველოს წინააღმდეგობის გამო უშედეგოდ სრულდება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთისა და ირანის პირველმა დიპლომატებმა ორმხრივი ეკონომიკური და საინვესტიციო შეთანხმებების შესრულების მზაობაც გამოთქვეს. აბას არაღჩისთან მოლაპარაკებების დასრულებისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ არსებული რთული ვითარების მიუხედავად, მოსკოვი ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფას არ აპირებს.
სააგენტო TASS-ის ცნობით, ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ირანთან ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროებში გაფორმებული ხელშეკრულებების რეალიზებას გააგრძელებს.
























