მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის ხელოვნების მსოფლიო ბაზრის შეჯამება

auctions 2025

გთავაზობთ ხელოვნების ბაზრის მოკლე მიმოხილვას, რა ტენდენციები გამოიკვეთა ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობაში გასული წლის განმავლობაში და რომელი ხელოვანების ნამუშევრები არის ყველაზე მოთხოვნადი.

Piet Mondrian (1872-1944)
Composition with Large Red Plane, Bluish Gray, Yellow, Black and Blue


2025 წელი ექსპერტების მოლოდინების მიუხედავად, საკმაოდ არაშთამბეჭდავად დაიწყო, პირველი მსხვილი ვაჭრობები მაისის თვეში ჩატარდა, აქ ყველაზე წარმატებული Christie’s სახლი იყო, სწორედ მაისში გაიყიდა პიტ მონდრიანის Composition with Large Red Plane, Bluish Gray, Yellow, Black and Blue საბოლოო ფასი $47,6 მილიონი დოლარი იყო, თუმცა ვერ მოიხსნა სამი წლის წინანდელი რეკორდი, 51 მლნ დოლარი.

Alberto Giacometti
Grande tête mince (Grande tête de Diego), 1955

აუქციონზე მაისში თვის და წლის ყველაზე დიდი იმედგაცრუება წამდგარი ქანდაკება იყო, რომელიც წინასწარი მოლოდინით მინიმუმ $70 მილიონად უნდა გაყიდულიყო, თუმცა ქანდაკება ვერ გაიყიდა. ჯაკომეტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირად ღირებული მოქანდაკეა, მისი ნამუშევრები ათობით მილიონ აშშ დოლარად იყიდება აუქციონებზე.

სწორედ ასეთ ნაკლებად შთამბეჭდავ შედეგებზე დაყრდნობით წლის შუა პერიოდისთვის უკვე საუბარი იყო, რომ ხელოვნების ბაზარზე კრიზისია. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ, და ამას სტატისტიკაც ამყარებს, ძვირად ღირებულ ლოტებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იკლებს. 2023-დან 2024 წლამდე $10 მილიონზე მეტი ღირებულების ლოტებზე ბაზარზე მოთხოვნა თითქმის განახევრდა.

Sotheby's "Origins"


ჩვეული სააუქციონო ცენტრების გარდა, როგორიცაა ნიუ იორკი, ლონდონი და პარიზი, წელს პირველად Sotheby’s აუქციონები ახლო აღმოსავლეთში გაიმართა, თუმცა ლოტების უმრავლესობა ფუფუნების საგნები იყო და არა ხელოვნების ნიმუშები, სავარაუდოდ ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე.


მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რომ Sotheby’s სახლმა 2024 წელს მილიარდიანი ინვესტიცია მიიღო აბუ-დაბის ერთ-ერთი საინვესტიციო ფონდისგან, სწორედ ამიტომაც ვხედავთ ამ სააუქციონო სახლის გააქტიურებას ახლო აღმოსავლეთში.

Ni Zan
River Pavilion, Mountain Colours

როდესაც მსოფლიოს სააუქციონო ცენტრებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ ჰონგ კონგი. აზიაში ტენდენცია ასეთია, მეტი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივი ხელოვნება (ამისი მაგალითია ნი ცანი, ერთ-ერთი ჩინეთის საიმპერატორო დინასტიის კარზე მსახური მხატვარი, რომლის ნახატიც წელს აუქციონზე $20.7 მილიონად გაიყიდა) და ფუფუნების საგნები.

Pablo Picasso
Buste de femme

ტენდენციის და მიუხედავად დასავლური თანამედროვე ხელოვნება მაინც მოთხოვნადია, გასაკვირი არაა, რომ პიკასოს დორა მაარის პორტრეტმა წელს აზიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ლოტის ტიტული მოიპოვა.

Pablo Picasso
Dora Maar au Chat

პიკასოს აზიური რეკორდი წელს დაფიქსირდა, მაგრამ პირველად დორა მაარის პორტრეტმა რეკორდი 2006 წელს დაამყარა. მისი ერთ-ერთი მუზის, დორა მაარის პორტრეტი ნიუ იორკში $95.2 მილიონად გაიყიდა, მისი მფლობელი ბიძინა ივანიშვილია. აუქციონში ივანიშვილის ნაცვლად უცნობი წარმომადგენელი მონაწილეობდა და ნახატის გაყიდვა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მამაკაცის სურათები გაზეთებში გამუდმებით იბეჭდებოდა და არა ერთი ჟურნალისტი ცდილობდა მის ვინაობის დადგენას. (ერთ-ერთი სტატიის სათაური იყო: იცით ამ ადამიანის ვინაობა? ხელოვნების სამყარომ არ იცის)

Pablo Picasso
Buste de femme au chapeau à fleurs (Dora Maar)

რადგან პიკასოზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ პარიზიც, სადაც წელს დორა მაარის კიდევ ერთმა პორტრეტმა, რომელიც 80 წლის განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა წლის რეკორდი დაამყარა, 32 მილიონ ევროდ გაიყიდა.

Amedeo Modigliani
Elvire, en buste

საბედნიეროდ პარიზში ლუვრის გაქურდვამ მყიდველები არ დააფრთხო და წელს პარიზში ორი მოდილიანი გაიყიდა, ელვირას პორტრეტი $31.3 მილიონად და რეიმონის პორტრეტი $12.4 მილიონად. მოდილიანის ნამუშევრებზე ბოლო წლებში ფასი ასტრონომიულადაა გაზრდილი.

Frida Kahlo
El sueño (La cama)

წლის ერთ-ერთი მოვლენა იყო ფრიდა კალო და მისი ნამუშევარი, რომელმაც არა ერთი რეკორდი დაამყარა, როდესაც ნოემბერში თითქმის $55 მილიონად გაიყიდა. ფრიდა კალომ წელს ქალი მხატვრის ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევრის რეკორდი “გააუმჯობესა” და ამით დაამტკიცა, რომ ქალების ნამუშევრები ისეთი ატუალურია როგორც არასდროს. ველოდებით, რომ ქალი მხატვრის ნახატი $100 მილიონსაც გადააჭარბებს, მაგრამ ალბათ მალე ამის შემსწრებიც გავხდებით.

არა მარტო ქალ მხატვრებზე იმატებს მოთხოვნა, არამედ აღსანიშნავია, რომ ქალი მყიდველებისა და კოლექციონერების რიცხვიც ზრდადია, ისინი სხვათა შორის სტატისტიკურად, უფრო მხარჯველები არიან და უფრო ხშირად აკეთებენ სპონტანურ შენაძენებს, მათთვის მატერიალური ნივთები მხოლოდ ინვესტიცია არაა.

Gustav Klimt
Porträt der Elisabeth Ledere

წლის მოვლენა რა თქმა უნდა გუსტავ კლიმტი იყო. კლიმტის ელიზაბეტ ლოდერერის პორტრეტი, რომელიც ნოემბერში თითქმის $237 მილიონად გაიყიდა ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი გახდა. Artnews-ის ცნობით ნახატი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაიანმა იყიდა, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა.


François-Xavier Lalanne
Rhinocrétaire I (1964)

შევეხეთ ქანდაკებებს ამიტომ მოკლედ ვახსენოთ ინტერიერის ელემენტებიც. ლალანები, ფრანგი წყვილი, რომლებიც ცხოველთა სამყაროსა და ჩვეული საყოფაცხოვრებო ნივთების საოცარი სინთეზით გამოირჩეოდნენ. მათი ნამუშევარი, ჰიპოპოტამის ფორმის ბარი, Sotheby’s-ის აუქციონზე 10 დეკემბერს 31,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ის ლალანების ხელოვნების ნამუშევართა შორის და აუქციონების ისტორიაში ინტერიერის დიზაინის ყველაზე ძვირად გაყიდული ელემენტი გახდა.

ასეთ პოზიტიურ ნოტაზე დასრულდა წელი, ბევრი რეკორდი, ბევრი სიახლე, წინსვლა რთული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები